ოდესის ოლქის გუბერნატორმა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს გადაგომისკენ მოუწოდა. როგორც სააკაშვილმა განაცხადა, დადგა დრო აგრესიული მოქმედების და მისი თქმთ, კვიტაშვილს ეს თვისება არ გააჩნია - „საჭიროა რაც შეიძლება ჩქარა მოხდეს ჯანდაცვის ძველი სისტემის წელში გადატეხვა და ახლის დანერგვა. ახალი მინისტრი გააგრძელებს დაწყებულზე მუშაობას, თუმცა აგერსიულად“ განაცხადა სააკაშვილმა.
როგორც ცნობილია კვიტაშვილის მუშაობით უკმაყოფილოებია არიან რადაშიც. ჯერ კიდევ მაისში უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში კვიტაშვილის ჯანდაცვის მინისტრობიდან გადაყენების შესახებ დადგენლილების პროექტ დარეგისტრირდა. როგორც უკრაინულ პოლიტიკურ წრეებში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე კვიტაშვილი საქართველოს ყოფილი მთავრობის წევრია, მისი დანიშვნა უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, სააკაშვილთან პირდაპირ კავშირში არ არის.
272
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85