სარფის საზღვარზე თურქეთის პოლიციამ და მებაჟეებმა ქართველები სცემეს

სარფის საზღვარზე თურქეთის პოლიციამ და მებაჟეებმა ქართველები სცემეს

როგორც „პირWელს“ უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ განუცხადა, თემურ აბაშიძე და მისი ოჯახის წევრები თურქეთის პოლიციამ და მებაჟეებმა სცემეს.

ბაკურიძის ინფორმაციით, ინციდენტის მიზეზი საბაჟო გამშვებ პუნქტზე თემურ აბაშიძის შვილის შეყოვნება გახდა.

„თემურ აბაშიძის ოჯახი სოციალურად დაუცველია და თურქეთში სამუშაოდ გადადიან. გაუგებარია ცემის მიზეზი. მათ ძალადობის კვალიც აღენიშნებათ და ისინი აჭარის პოლიციამ გუშინ დაკითხა. ქართველებზე შეურაცხყოფა, თურქეთის პოლიციის მხრიდან, პირველი შემთხვევა არ არის. დღეს, ამ ფაქტთან დაკავშირებით, თურქეთის საკონსულოსთან აქციას გავმართავთ. ამ ინციდენტის გამო საზღვარი საათ–ნახევარი გადაკეტილი იყო“, - აცხადებს უფლებადამცველი თამაზ  ბაკურიძე.