საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ალექსანდრე შალამბერიძე გარდაიცვალა

საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ალექსანდრე შალამბერიძე გარდაიცვალა

"თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, საქართველო პარლამენტის ყოფილი წევრი ალექსანდრე შალამბერიძე გარდაიცვალა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი საქართველოს" პრესსამსახურში განუცხადეს, გუშინ მას სისხლძარღვებზე ოპერაცია გაუკეთეს.

"გუშინ მოვინახულეთ საავადმყოფოში, ოპერაციის შემდეგ ძალიან მძიმედ იყო", - განაცხადეს პრესსამსახურში.

ალექსანდრე შალამბერიძე 1999-2008 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი, რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, 2004-2009 წლებში იყო "ნაციონალური მოძრაობის" წევრი.