"გაზპრომმა" უკრაინას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსულმა "გაზპრომმა" უკრაინას დღეიდან გაზის მიწოდება შეუწყვიტა. რუსული მედიის ცნობით, "გაზპრომის" ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება მას შემდეგ აღდგება, რაც კიევი საფასურს წინასწარ გადაიხდის. მანამდე კი უკრაინულმა "ნაფტოგაზმა" განაცხადა, რომ კიევი წყვეტს რუსული გაზის ყიდვას. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ უკრაინულმა მხარემ რუსეთთან მესამე კვარტლისთვის ბუნებრივი აირის ფასზე შეთანხმებას ვერ მიაღწია.

ამ ეტაპზე უკრაინას გაზი მხოლოდ სლოვაკეთიდან მიეწოდება.