ეგვიპტეში ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, 11 სამხედრო დაიღუპა

ეგვიპტეში ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, 11 სამხედრო დაიღუპა

ეგვიპტეში სინაის ნახევარკუნძულზე ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 11 სამხედრო დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქ შეიხ-ზუვეიდში პოლიციის განყოფილებასთან მდგარ ავტომობილში გაააქტიურეს.

გავრცელებული ცნობით, ჯიჰადისტებმა რამდენიმე სამხედრო ტყვედაც აიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

ეგვიპტეში მას შემდეგ, რაც 2011 წელს პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი გადააყენეს, პოლიტიკური ვითარება დაიძაბა. უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება კი, 2013 წელს ისლამისტი პრეზიდენტის მუჰამედ მურსის გადაყენების შემდეგ გაუარესდა. მას შემდეგ სინაის ნახევარკუნძულზე გამაგრებულმა მებრძოლებმა ასობით სამხედრო და პოლიციელი მოკლეს.