უსაფრთხოების სამსახური გასამხედროებული უწყება არ იქნება

უსაფრთხოების სამსახური გასამხედროებული უწყება არ იქნება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გასამხედროებული უწყება არ იქნება. როგორც შს მინისტრის მოადგილემ, ლევან იზორიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა , ჩანაწერი "გასამხედროებულ დაწესებულებათა სისტემასთან" დაკავშირებით კანონპროექტიდან ამოღებულია.

მისივე თქმით, გათვალისწინებულია კრიტიკა, რომელიც საპოლიციო და უსაფრთხოების ფუნქციების მკვეთრად გამიჯვნის საკითხზე არსებობდა.

"ეს უზრუნველყოფილია მთელ რიგ ჩანაწერებში. მათ შორის ეს სპეციალური საშუალებების გამოყენებასაც ეხება", - აღნიშნა ლევან იზორიამ.

საკანონმდებლო პაკეტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით იხილავს.