დონეცკის ოლქის სოფელი შიროკინო ყველა მშვიდობიანმა მოსახლემ დატოვა

დონეცკის ოლქის სოფელი შიროკინო ყველა მშვიდობიანმა მოსახლემ დატოვა

დონეცკის ოლქის სოფელი შიროკინო ყველა მშვიდობიანმა მოსახლემ დატოვა. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, ეუთო-ს მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშშია ნათქვამი.

"ეუთო-ს დამკვირვებლები იმყოფებოდნენ შიროკინოში და დაადასტურეს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოქალაქეების მიერ სოფლის დატოვების შესახებ", - ნათქვამია ეუთო-ს განცხადებაში.

ორგანიზაციის დამკვირვებლები შიროკინოში 27 ივნისს იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით, აღნიშნულ დასახლებაში საბრძოლო მოქმედებების გამო სახლებისა და შენობების 80% სრულიად განადგურებულია.

ამ დროისთვის ყველაზე დაძაბული ვითარება დონეცკის აეროპორტთანაა, სადაც დამკვირვებლების თქმით, 28 ივნისს მხოლოდ ერთი საათის განმავლობაში 139 აფეთქების ხმა გაისმა.