პრეზიდენტ პოროშენკოს ფრაქცია ალექსანდრე კვიტაშვილის მოხსნაზე ალაპარაკდა

პრეზიდენტ პოროშენკოს ფრაქცია ალექსანდრე კვიტაშვილის მოხსნაზე ალაპარაკდა

ფრაქცია „პეტრო პოროშენკოს ბლოკის“ ფრაქციის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ იგორ კონონენკომ განაცხადა, რომ მისი ფრაქცია ჯანდაცვის მინისტრის მუშაობის საკითხის განხილვის ინიციატივით გამოდის.

კონონენკოს თქმით, ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის მუშაობის საკითხს უმრავლესობა განიხილავს.

„ჩვენმა ფრაქციამ წამოაყენა ინიციატივა, რომ განვიხილოთ ბატონი კვიტაშვილის საკითხი. შიდა აუდიტმა აჩვენა, რომ სამინისტროში ძალიან ბევრი პრობლემაა და იქ ისე დგას საკითხი, რომ სამინისტროში შეიძლება უმართავი სიტუაცია შეიქმნას. შესაძლოა, კვიტაშვილის საკითხი კოალიციამ ხუთშაბათის სხდომაზე გავიტანოთ“, - განაცხადა დეპუტატმა.