ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომა ხმაურით დაიწყო

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომა ხმაურით დაიწყო

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურით დაიწყო. იური ვაზაგაშვილის დას, მანანა ვაზაგაშვილსა და ბრალდებულების ახლობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

"მე უფრო ბედნიერი ვარ დღეს, ჩემი ძმა სასუფეველშია, ის პატიოსანი ადამიანი იყო. როგორ დავწყნარდე, ოჯახის ორი წევრი მომიკლეს", - მიმართა მანანა ვაზაგაშვილმა ბრალდებულების ახლობლებს.

ბრალდებულ გიორგი ცააძის დამ მის საპასუხოდ ვაზაგაშვილს უთხრა, რომ მიმდინარე პროცესი სპექტაკლია.

"დავიღალე თქვენი სპექტაკლების მოსმენით. რამდენჯერ გინდოდათ ჩემი ძმის მოკვლა, მაგრამ არ გამოგივიდათ", -აღნიშნა ცააძის დამ.

ამასთან, დარბაზიდან მანანა ვაზაგაშვილს ერთ-ერთმა დამსწრემ უთხრა - "გაგეზარდათ ნორმალური შვილი და არ მოგიკლავდნენ".

ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. დღეს, საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ბრალდების მხარე პროცესზე შესავალ სიტყვას იტყვის.