ვახტანგ ხმალაძე:     ე.წ. ოდეერების ინსტიტუტს ბოლო მოეღება

ვახტანგ ხმალაძე: ე.წ. ოდეერების ინსტიტუტს ბოლო მოეღება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელის ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონით არანაირი "ოდეერების" ინსტიტუტი არ იარსებებს.

"ბოლო მოეღება ე.წ. ოდეერების ინსტიტუტს. ის არ იქნება არანაირი სახელით - გინდ ერქვას ოდეერი, გინდ უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი. მთელი კონტროლის სისტემა იქნება ნათელი, ღია, ფუნქციები იქნება მკაფიოდ განსაზღვრული და არ იქნება გადაფარვები და პარალელიზმი სხვადასხვა უწყებებს შორის", - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი სამსახური მოემსახურება სახელმწიფოს და არა მმართველ პოლიტიკურ ძალას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონპროექტით განსაზღვრული იყო სამსახურის უფლებამოსილება ცალკეულ სახელმწიფო უწყებებში დაენიშნა უსაფრთხოების ოფიცრები. აღნიშნული საკითხი პარლამენტში დისკუსიის საგანი იყო და არსებული ინფორმაციით, პროექტის ეს ჩანაწერი კორექტირდა. საკანონმდებლო პაკეტზე ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მსჯელობენ.