სვანიძის ქუჩის გარდა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ პირებს ზოოპარკის ტერიტორიაც დაატოვებინეს. წვიმის მიზეზით ტერიტორიიდან პირადი შემადგენლობის გარდა მძიმე ტექნიკის გაყვანაც მოხდა.
როგორც ჟურნალისტებს უფროსმა ლეიტენანტმა ბეგლარ იაკობიძემ განუცხადა, ამინდზეა დამოკიდებული, როდის მოხდება სამუშაოების განახლება.
"სახიფათო ზონიდან გამოვიყვანეთ პირადი შემადგენლობა და ტექნიკა უსაფრთხო ადგილზე. საჭიროების შემთხვევაში მოხდება ხელახლა მიბრუნება. თუ შექმნილი სიტუაცია ამას მოითხოვს, მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ შესაბამის სტრუქტურებს. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის ევაკუციაა, უბრალოდ მოხდა პირადი შემადგენლობის და ტექნიკის რაღაც მანძილზე გამორიდება", - განაცხადა იაკობიძემ.