დედის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი არასრულწლოვანია

დედის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი არასრულწლოვანია

თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩა #29-ში დედის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი არასრულწლოვანია. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჭავჭავაძის ქუჩის #29-ში მცხოვრებლებმა განუცხადეს, ის 16 წლისაა.

ამასთან, კორპუსის დაცვის უფროსის ინფორმაციით, დაჭრილს 3 შვილი ჰყავს. დანაშაული კი, უფროსმა ჩაიდინა.

მისივე თქმით, დაჭრილი დედა ლიფტით უმცროსმა შვილებმა ჩამოიყვანეს, რომელთა შორის ერთი 4 წლისაა.

დაჭრილი 40 წლამდე ქალია. მას ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც ოპერაცია უტარდება.

ახლობლების განცხადებით, მისი გადარჩენის შანსი არსებობს, რადგან სავარაუდოდ, დაზიანება მძიმე არ არის.