არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე შვილმა დედა დაჭრა

არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე შვილმა დედა დაჭრა

თვითმხილველების ინფორმაციით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადგილობრივებმა აცნობეს, სავარაუდოდ, შვილმა დედას ყელის არეში ჭრილობა მიაყენა.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პირი ამჟამად საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოხტომით იმუქრება. ადგილზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.

შემთხვევა ჭავჭავაძის #29-ში რამდენიმე წუთის წინ მოხდა.