მოხალისეები 21 ივნისიდან გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ

მოხალისეები 21 ივნისიდან გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ

კრიზისების მართვის საბჭოს ინფორმაციით, ხვალიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს ჩაანაცვლებენ სპეციალურად მომზადებული, საგანგებოდ აღჭურვი

როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინაისტროს რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული, რათა რისკები აღმოიფხვრას.

"სტიქიის შემდეგ გასულია რამდენიმე დღე, ბევრ უბანზე არის დამდგარი წყალი, სტიქიის ზონებში კიდევ რჩება დაღუპულ ცხოველთა ნეშტები, მომატებულია ჰაერის ტემპერატურა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილია უსაფრთხოების ნორმები და ეპიდემიის ან ინფექციის გავრცელების საშისროება მინიმუმამდეა დაყვანილი, ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მოხალისეები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, ცივი წყლით, პირველადი ჰიგიენური საშუალებებით, სამედიცინო მომსახურებითა და შესაბამისი აღჭურვილობით, რამდენიმე მოხალისეს მაღალი ტემპერატურის გამო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა შეექმნა. რამდენიმე მათგანმა მსუბუქი დაზიანება მიიღო. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, ყოველგვარი რისკის ნულამდე დაყვანის მიზნით, ხვალიდან, 21 ივნისიდან გაწმენდით სამუშაოებზე მოხალისეებს ჩაანაცვლებენ სპეციალურად მომზადებული, საგანგებოდ აღჭურვილი სახელმწიფოს სამსახურების წარმომადგენლები. ასევე გეტყვით, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები  წითელი ჯვრის ორგანიზაციასთან, რომელიც მოხალისეებს ჩართავს და მათ კოორდინაციას  გაუწევს დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად",- განაცხადეს კრიზისების მართვის საბჭოში.