თბილისის ზოოპარკი ვეფხვის, მგლის, ძაღლისა და დათვის ნაკვალევის შესახებ ფოტომასალას აქვეყნებს

თბილისის ზოოპარკი ვეფხვის, მგლის, ძაღლისა და დათვის ნაკვალევის შესახებ ფოტომასალას აქვეყნებს

თბილისის ზოოპარკი "ფეისბუქის" გვერდზე ვეფხვის, მგლის, ძაღლისა და დათვის ნაკვალევის შესახებ ფოტომასალას აქვეყნებს.

ზოოპარკის ადმინისტრაცია მოუწოდებს მოსახლეობას, კარგად დააკვირდნენ ნაკვალევის ზომებსა და ფორმებს.

თბილისის ზოოპარკის მიერ გავრცელებული ფოტომასალა ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, როდესაც დედაქალაქის რამდენიმე უბანში ვეფხვის ნაკვალევი შენიშნეს, თუმცა ყველა შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.

თბილისის ზოოპარკი ცხელი ხაზის ნომერსაც აქვეყნებს - 0790 305 505.