საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში მომხდარი სტიქიის დროს დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის ოჯახს გარდაცვლილისთვის მინიჭებული მედალი გადასცა. პრესმიერ-მინისტრმა მედალი "სამოქალაქო თავდადებისთვის" დაღუპულის მამას გადასცა და ზურაბ მუზაშვილის გარდაცვალების გამო, ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
ზურაბ მუზაშვილი 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის დროს გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისთვის" (სიკვდილის შემდეგ), საქართველოს პრეზიდენტმა, გუშინ დააჯილდოვა.
ზურაბ მუზაშვილმა სტიქიის დროს 7 ადამიანი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.