ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, ვაკის მიმართულებით რესტორან "ბეღელის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ტრანსპორტი შეფერხებით მოძრაობს.
საცობს განაპირობებს გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მძიმე ტექნიკის გადაადგილება, რომელიც გაწმენდით სამუშაოებში მონაწილეობის მიზნით, სვანიძის ქუჩისკენ მიემართება.
ამ წუთებში სვანიძის ქუჩაზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა. ადგილზე მუშაობენ საჯარისო ქვედანაყოფები და მოხალისეები.