ვინც მოვლენებს აკვირდება, შეამჩნევდა როგორ ცდილობს „ნაც.მოძრაობა“ და „რუსთავი 2“ ტრაგედიის პოლიტიზირებას

ვინც მოვლენებს აკვირდება, შეამჩნევდა როგორ ცდილობს „ნაც.მოძრაობა“ და „რუსთავი 2“ ტრაგედიის პოლიტიზირებას

საკრებულოს დეპუტატ სოსო მანჯავიძის განცხადებით, საქართველოს არაფერი ეშველება, სანამ „რუსთავი 2“ და „ნაციონალურ-პროვოკაციული მოძრაობა“ არსებობს.

მანჯავიძის თქმით, ახლო მომავალში ისინი მასშტაბურ პროვოკაციებს გეგმავენ.

„ვინც ყურადღებით ადევნებს თვალს მოვლენებს, შეამჩნევდა როგორ ცდილობს „ნაც.მოძრაობა“ და „რუსთავი 2“ ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირებას, ისედაც მძიმე ფსიქოლოგიური ფონის გადაყვანას ისტერიაში, დეზინფორმაციას, სახელმწიფო ორგანოების დეზორგანიზაციას, რის მაგალითადაც იკმარებს 112-ში შესული ვითომ ვეფხვის აღმომჩენების 1500 ზარი.

გუშინ საკვების ვითომ არ მიცემის გამო უკვე სასინჯი პროვოკაცია მოეწყო. ცხადია, ამას 'სრულიად შემთხვევით" „რუსთავი 2“ შეესწრო.

დღეს და ხვალ კიდევ უფრო მასშტაბურ პროვოკაციებს გეგმავენ.

ამიტომაც დავწერე - საქართველოს არაფერი ეშველება, სანამ არსებობს „რუსთავი 2“ და „ნაციონალურ-პროვოკაციული მოძრაობა“, - აცხადებს მანჯავიძე სოციალურ ქსელში.