გორის რაიონის სოფელ რეხში მტაცებელ ცხოველს ეძებენ

გორის რაიონის სოფელ რეხში მტაცებელ ცხოველს ეძებენ

გორის რაიონის სოფელ რეხში მტაცებელ ცხოველს ეძებენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი სოფლიდან იუწყება, ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმის და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

მტაცებლის საძიებო სამუშაოები რეხში ერთ-ერთი ადგილობრივი მოქალაქის მიერ 112-ში განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. სოფლის აღნიშნული მკვიდრის მტკიცებით, რეხის განაპირას მტაცებელი ცხოველის ნაკვალევი აღმოაჩინეს. ასევე შენიშნეს პირუტყვის დაფრთხობა.

წუხელ, 21:00 საათიდან დღეს დილის 09:00 საათამდე მტაცებლის შესახებ 112-ზე 30 შეტყობინება შევიდა. ყველა შემთხვევაში მოხდა შესაბამისი სამსახურების ადგილზე გასვლა, თუმცა არც ერთი არ დადასტურდა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ზოოპარკიდან გაქცეული ერთი ვეფხვისა და ერთი ზოლიანი აფთარის ძებნა მიმდინარეობს.