წუხანდელი ღამის განმავლობაში 112-ში მტაცებლის შესახებ 30 შეტყობინება შევიდა

წუხანდელი ღამის განმავლობაში 112-ში მტაცებლის შესახებ 30 შეტყობინება შევიდა

წუხანდელი ღამის განმავლობაში მტაცებლის შესახებ 112-ში 30 შეტყობინება შევიდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" 112-ში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ყველა შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.

"წუხელ, 21:00 საათიდან დღევანდელი დღის 09:00 საათამდე მტაცებლის შესახებ 30 შეტყობინება შემოვიდა. ყველა შემთხვევაში მოხდა შესაბამისი სამსახურების ადგილზე გასვლა, თუმცა არც ერთი შეტყობინება არ დადასტურდა", - განაცხადეს 112-ში.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ზოოპარკიდან გაქცეული ერთი ვეფხვისა და ერთი ზოლიანი აფთარის ძებნა მიმდინარეობს.