ჩილეში მიწისძვრა მოხდა

ჩილეში მიწისძვრა მოხდა

ჩილეს სანაპიროებთან 6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.  "ბიბისის" ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ ტალკაუანოდან 76 კილომეტრში 10 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ჩილეს საზღვაო სამსახურის ინფორმაციით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს. მოჰყვა თუ არა ნგრევა და მსხვერპლი მიწისძვრას, ჯერ უცნობია.
 

ჩილეში ძლიერი მიწისძვრა 2010 წელსაც მოხდა. მაშინ მიწისქვეშა ბიძგებმა ცუნამიც გამოიწვია. სტიქიას ასობით ადამიანი შეეწირა.