ზოოპარკის ადმინისტრაციაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, მართლა გამორიყა თუ არა მტკვარმა აფთარი

ზოოპარკის ადმინისტრაციაში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, მართლა გამორიყა თუ არა მტკვარმა აფთარი

მარნეულში, მტკვარმა სავარაუდოდ აფთარი გამორიყა. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, მზია შარაშიძემ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მათაც მიიღეს, თუმცა ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ.

მისივე თქმით, ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე მიემგზავრება მარნეულში.

ზოოპარკიდან გაქცეული ცხოველებიდან ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება ზოლებიანი აფთარი და ვეფხვი.