ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მონადირეებმა ნადირის კვალს ვერ მიაგნეს

ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მონადირეებმა ნადირის კვალს ვერ მიაგნეს

ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე მონადირეებმა ნადირის კვალს ვერ მიაგნეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ეთნოგრაფიული მუზეუმის მენეჯერის, დავით ქაჯაიას ინფორმაციით, მონადირეებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მუზეუმის ტერიტორია დატოვეს.

მისივე თქმით, ტერიტორიაზე ზოოპარკიდან დაკარგული ნადირის კვალი არ აღმოჩნდა, მიუხედავად ამისა, ეთნოგრაფიული მუზეუმი მოქალაქეთათვის უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, კვლავ დაკეტილია.

ეთნოგრაფიული მუზუემის ტერიტორიაზე ვეფხვისა და ზოლებიანი აფთრის სამძებრო სამუშაოებს მონადირეები და სპეცსამსახურების წარმომადგენელები დაახლოებით 12 საათიდან ახორციელებდნენ.