ახალგაზრდებმა მეტროში სტიქიით დაზარალებულებისთვის 12 ათას ლარზე მეტი შეაგროვეს

ახალგაზრდებმა მეტროში სტიქიით დაზარალებულებისთვის 12 ათას ლარზე მეტი შეაგროვეს

უკვე მეხუთე დღეა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეურთდნენ, მეტროსადგურ ვაგზალის მოედანზე სტიქიით დაზარალებულებისთვის დახმარებას აგროვებენ.

როგორც ერთ-ერთმა სტუდენტმა, ირაკლი მჭედლიშვილმა "პირWელს" განუცხადა, სტუდენტებს სკოლის მოსწავლეებიც შეურთდნენ და სტიქიით დაზარალებულებისთვის საზოგადოებას დახმარებას მეტროში თხოვენ.

"ამ დროისთვის 12 ათასზე მეტი ლარი გვაქვს შეგროვებული. პირველ დღეს 2 ათასზე მეტი ლარის შეგროვება მოვახერხეთ. მეხუთე დღეა დახმარებას ვაგროვებთ და იმედი გვაქვს, უფრო მეტ თანხას შევაგროვებთ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად", - აღნიშნა მჭედლიშვილმა.