ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ვეფხვისა და ზოლიანი აფთრის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს

ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ვეფხვისა და ზოლიანი აფთრის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისში, ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე სპეციალური სამსახურები და მონადირეები ვეფხვისა და ზოლიანი აფთრის საძიებო სამუშაოებს ახორციელებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მონადირეები და სპეცსამსახურები იარაღით არიან აღჭურვილი და საძიებო სამუშაოებს სპეციალურად დაგეშილ ძაღლებთან ერთად ატარებენ.

მონადირეების ინფორმაციით, მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიას ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ათვალიერებენ.

"შეიქმნა გამოცდილი მონადირეებისგან სპეცგჯუფები. ჩვენ ვიმოძრავებთ მსხვილ ნადირზე დაგეშილი ძაღლებით. მოსახლეობისგან გვაქვს სავარაუდო ინფორმაცია, რომ აქ არის ვეფხვი ან შესაძლოა, იყოს ზოლებიან აფთარი. მოძიების შემდეგ ჩვენ შეგვეძლება ამ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა. ჩვენ შევამოწმებთ მუზეუმს და მის მომიჯნავე ტერიტორიას", - განაცხადა ერთ-ერთმა მონადირემ, თეიმურაზ ტყემალაძემ.

ეთნოგრაფიული მუზეუმის ცენტრალურ შესასვლელთან მონადირეები და სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე წუთის წინ შევიდნენ.