საქართველოს პრეზიდენტმა  მეხანძრე-მაშველი „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა მეხანძრე-მაშველი „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 2015 წლის 13 ივნისს ქ.თბილისში მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი  წყალდიდობის დროს  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისთვის, სამაგალითო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და თავდადებისათვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს (დეპარტამენტი) ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სახანძრო-სამაშველო სამსახურის I სახანძრო-სამაშველო ნაწილის (განყოფილება) უმცროსი ინსპექტორი (მეხანძრე-მაშველი) ზურაბ მუზაშვილი დაჯილდოვა  მედლით ,,სამოქალაქო თავდადებისათვის“ (სიკვდილის შემდეგ).