ეთნოგრაფიული მუზეუმის დაცვის სამსახური მუზეუმის ტერიტორიაზე არავის უშვებს

ეთნოგრაფიული მუზეუმის დაცვის სამსახური მუზეუმის ტერიტორიაზე არავის უშვებს

ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომელთა ნაწილმა უსაფრთხოების მიზნით მუზეუმის ტერიტორია დატოვა. თანამშრომელთა ნაწილი კი მუზეუმის შესასვლელში იმყოფება. ისინი სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებს ელოდებიან, რათა მათ ტერიტორია შეამოწმონ.

როგორც ეთნოგრაფიული მუზეუმის თანამშრომლებმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, მათთან შემოწმება ჯერ არ მომხდარა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ისინი მუზეუმის შესასვლელთან არიან შეკრებილები. მათივე ინფორმაციით, შემოწმება სამაშველო სამსახურის ინიციატივით ხდება და არა მუზეუმის თანამშრომელთა ზარის საფუძველზე. ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიის შემოწმება ზოორაკიიდან გაქცეული ცხოველების მიზნით ხდება.

ამ დროისთვის ეთნოგრაფიულ მუზეუმს მუშაობა შეწყვეტილი აქვს. მუზეუმის დაცვის სამსახური მუზეუმის ტერიტორიაზე არავის უშვებს.