ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს

ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები გირაოს გარეშე, დეპუტატების ნინო გოგუაძის, ირაკლი ჩიქოვანის, ზურაბ აბაშიძის, ვიქტორ დოლიძის , შალვა შავგულიძის პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლეს.

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირებისთვის პატიმრობის გაუქმებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე. ბრალდების მხარე შესაბამისი შუამდგომლობის დაყენებას იმით ხსნის, რომ 2015 წლის 28 ივლისს საქმეზე იწურება ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობის 9-თვიანი ვადა, მაშინ როდესაც საქმეზე ჯერ კიდევ დამთავრებული არ არის წინასასამართლო განხილვები; ასევე, დასრულებულია მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვის ეტაპი, შესაბამისად, ბრალდებულების მხრიდან მოწმეებზე გავლენის მოხდენის და მტკიცებულებების განადგურების რისკები შემცირებულია.

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამდებობის პირები - ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით წიფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე გასული წლის ოქტომბერში დააკავეს.