საქველმოქმედო აუქციონზე პატრიარქის და პრეზიდენტის პირადი ნივთები გაიყიდება

საქველმოქმედო აუქციონზე პატრიარქის და პრეზიდენტის პირადი ნივთები გაიყიდება

დღეს დაგეგმილ საქველმოქმედო აუქციონზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის და საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პირადი ნივთები გაიყიდება.

აუქციონზე გატანილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის იშვიათი ზომისა და თვისებების მქონე ონიქსის ქვა, რომლის საწყისი ფასი არის 100 დოლარი და პრეზიდენტის პირადი ნივთი – პერანგის ვერცხლის სამაგრები, რომლის საწყისი ფასი ასევე 100 დოლარია.

როგორც "სახე(ლ)ების" "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი," საუკუნის და წლის სახელების დაჯილდოება და ყოველწლიური მედიაპროექტ "სახე(ლ)ების" სამტომეულის (წლის ისტორია, ბიზნეს-ისტორია, ქართულ-გერმანული სახელები) წარდგენა, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში," არ გადაიდება და დღევანდელი საღამო საქველმოქმედო ხასიათს შეიძენს, სადაც სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონი გაიმართება.

InterPressNews.Geღონისძიებიდან ამოღებული იქნება სცენარით გათვალისწინებული ყველა სადღესასწაულო ელემენტი, პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული, საღამოს სტუმრებისთვის გათვალისწინებული პრიზები გადაკეთდება სააუქციონე ლოტებად და გაიყიდება აუქციონის წესით. სადღესასწაულო ტორტი, რომლითაც უნდა დასრულებულიყო საღამო, გაეგზავნება სტიქიით დაზარალებულ ბავშვებს.

საღამოზე წაიკითხავენ პეტიციას ვერეს ხეობაში ცენტრალური ტყე-პარკის მოწყობის და ზოოპარკის ტერიტორიაზე, მისი სხვა ადგილზე გადატანის შემდეგ, რეკრეაციული ზონის დაარსების მოთხოვნით. მსურველებს შეეძლებათ, ადგილზე მოაწერონ ხელი პეტიციას.