გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში BSTDB-ის შეხვედრის გამართვას მნიშვნელოვანს უწოდებს

გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში BSTDB-ის შეხვედრის გამართვას მნიშვნელოვანს უწოდებს

ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) წლიური შეხვედრის გამართვას მნიშვნელოვანს უწოდებს.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის თეატრში განუცხადა, სადაც წლიური შეხვედრის ფარგლებში ბიზნესფორუმი "მეწარმეობის განვითარება და კაპიტალის ხელმისაწვდომობა შავი ზღვის რეგიონში" გაიხსნა, აღნიშნული ხაზს უსვამს, რომ საქართველო არის რეგიონში კოოპერაციის ადგილი.

"შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი არის საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც შექმნილია შავი ზღვის აუზის ბანკების მიერ და მოწოდებულია განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია წლიური შეხვედრის ადგილად საქართველოს განსაზღვრა, ვინაიდან ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ქვეყანა არის რეგიონში კოოპერაციის ადგილი, საქართველო არის ადგილი, სადაც ისეთი ინსტიტუტები, როგორიც არის ევრობანკი, შავი ზღვის ბანკი ატარებენ შეხვედრებს და ბიზნესფორუმებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.