მივესალმები, ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის ძლიერ და ევროპული სტანდარტების პოზიციას

მივესალმები, ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის ძლიერ და ევროპული სტანდარტების პოზიციას

იუსტიციის მინისტრი ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილებას მიესალმება. მისი განმარტებით, პროკურატურა პირველად გამოვიდა თავდაჯერებულის და ძლიერის პოზიციიდან და ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის დაცვით თქვა, რომ ეს ადამიანები აღარ არიან საჭირო ციხეში, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ეს ადამიანები საბოლოო გადაწყვეტილებას დაელოდებიან სახლში ოჯახთან ერთად.

"პირველად პროკურატურა გამოვიდა თავდაჯერებულის პოზიციიდან, პირველად პროკურატურა გამოვიდა ძლიერის პოზიციიდან და როგორც კი 16 ივნისს სასამართლომ პროკურატურის მტკიცებულებები ცნო დასაშვებად, პროკურატურამ ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის სტანდარტის დაცვით თქვა, რომ ეს ადამიანები აღარ არის საჭირო ციხეში და ამ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარ განაჩენს დაელოდონ შინ ოჯახთან ერთად. თუკი ისინი იქნებიან ცნობილი დამნაშავედ, ისინი დაბრუნდებიან ციხეში, თუკი მათ სასამართლო გაამართლებს, იქნებიან გამარათლებულები. მე მივესალმები პროკურატურის ამ ძლიერ და ევროპული სტანდარტების პოზიციას და მიხარია, რომ ის ძლიერდება და მისი პრაქტიკა იზრდება", - განაცხადა თეა წულუკიანმა ბათუმში, სადაც იგი ორდღიან კონფერენციას - "საქართველოს ევროპული გზა" ესწრება.

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამდებობის პირებისთვის პატიმრობის გაუქმებისა და აღკვეთის ღონისძიების სახით არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.