მტკიცებულება, რომლის დასაშვებობაც პროკურატურამ მოითხოვა, პირველი ინსტანციის მოსამართლეს ნანახი არ ქონდა

მტკიცებულება, რომლის დასაშვებობაც პროკურატურამ მოითხოვა, პირველი ინსტანციის მოსამართლეს ნანახი არ ქონდა

ე.წ. კაბელების საქმეზე მოსამართლე დავით ჯუღელმა პროკურორს მიმართა, რომ მტკიცებულება, რომლის დასაშვებობაც სააპელაციო სასამართლოში მოითხოვა, პირველი ინსტანციის მოსამართლეს საერთოდ არ ქონდა ნანახი.

კერძოდ, როგორც საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე აღინიშნა, საუბარია ერთ-ერთი მოწმის ჩვენებაზე, რომელიც სხვა მტკიცებულებებთან ერთად პროკურატურას სააპელაციო სასამართლოში ჰქონდა გასაჩივრებული.

ცნობილი იყო, რომ ბრალდების მხარე ასაჩივრებდა საინჟინრო-სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც პირველმა ინსტანციამ დაუშვებლად სცნო. სწორედ ამის შემდეგ პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს მიმართა და აღნიშნული დოკუმენტის დასაშვებობა მოითხოვა. სააპელაციო სასამართლომ კი დოკუმენტი დაუშვა. თუმცა, იყო თუ არა საჩივარში მითითებული სხვა მტკიცებულებები, რომლის დასაშვებობასაც პროკურატურა მოითხოვდა, უცნობი იყო. დავით ჯუღელმა კი დღეს განაცხადა, რომ მტკიცებულება, რომლის დასაშვებობაც პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში მოითხოვა, მას საერთოდ არ ჰქონდა ნანახი.

მიმდინარე პროცესზე პროკურატურამ უკვე დააყენა შუამდგომლობა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი 5 მაღალჩინოსნის აღკვეთის ღონისძიებად 10-10 ათასლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე. დაცვის მხარე კი გათავსიუფლებას თავდების საფუძველზე ითხოვს.

საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების თავდებად მივიდნენ, მათ შორის გია ყარყარაშვილი. როგორც ცნობილია, თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს თავდებში ათობით საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, მათ შორის პოლიტიკოსები უდგებიან.