სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს "საქართველოს მელიორაცია" სტიქიით დაზიანებული ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სვანიძის ქუჩაზე, მდინარე ვერეს კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები ჩატარდა, რის შედეგადაც ფუნქცია აღუდგა ცხოველთა თავშესაფართან დამაკავშირებელ ხიდს, რაც დარჩენილი ცხოველების ლეშის ტერიტორიიდან გამოტანას ხდის შესაძლებელს.
მათივე ინფორმაციით, 14 ივნისიდან დღემდე სტიქიის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე მობილიზებული საქართველოს მელიორაციის მძიმე ტექნიკა 24 საათიან რეჟმში მუშაობს.