სტიქიასთან დაკავშირებით, კორპორაცია

სტიქიასთან დაკავშირებით, კორპორაცია "ტატა ჯგუფი" ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს

თბილისის 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კორპორაცია "ტატა ჯგუფი".

"ტატა ჯგუფის" თავმჯდომარე საირუს მისტრი აღნიშნავს, რომ თბილისში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებულ მოვლენებს თვალყურს პირადად ადევნებს, ხოლო მის კოლეგებს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან უწყვეტი კონტაქტი აქვთ.

"ჩვენ უაღრესად შეშფოთებულნი ვართ იმ შედეგებისა და მსხვერპლის გამო, რომლებიც ამ სტიქიამ მოიტანა. ჩვენთვის ცნობილია, რომ თქვენ სრულად აკონტროლებთ წყალდიდობის შედეგად შექმნილ ვითარებას და უმკლავდებით გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია წყლის დონის კლების შემდეგ დარჩენილ შლამთან და სასმელი წყლის უკმარისობასთან. ჩემი მითითებისამებრ, "ტატას" წარამომადგენლები მუდმივ კონტაქტში არიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან. საჭიროების შემთხვევაში, "ტატა ჯგუფი" მზად არის მყისიერი დახმარებისა და თანადგომისთვის. გარწმუნებთ, გვერდით ვუდგავართ თბილისისა და სრულიად საქართველოს მოსახლეობას. "ტატა ჯგუფი" ყოველთვის მზად არის, გაგიწიოთ ნებისმიერი სახის მხარდაჭერა ამ ძნელბედობის ჟამს", - ნათქვამია "ტატა ჯგუფის" თავმჯდომარის წერილში.