ცრუ განგაში ფალიაშვილზე

ცრუ განგაში ფალიაშვილზე

ცრუ აღმოჩნდა განგაში ფალიაშვილის ქუჩაზე. მაშველები ადგილობრივმა მოსახლეობამ გამოიძახა და ქუჩაზე ვეფხვის არსებობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც მოგვიანებით ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გაარკვიეს, ამავე ქუჩაზე მცხოვრებმა ახალგაზრდებმა ვეფხვის ღრიალის ხმა ჯერ ტელეფონში ჩაიწერეს, შემდეგ კი დინამიკების საშუალებით ფანჯრიდან ქუჩაზე გადასცემდნენ.

ინფორმაციას ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.

,,ეხლა მოხდა ასეთი შემთხვევა, შემოვიდა შეტყობინება ფალიაშვილის ქუჩიდან რომ ვეფხვის ხმა გაიგონეს, გავიდა ადგილზე პატრული და რა აღმოჩნდა?! არასრულწოვნებმა ვეფხვის ხმა ჩაიწერეს ტელეფონში და ამ ხმას ფანჯრიდან დინამიკების მეშვეობით ქუჩაში გადასცემდნენ! აი რა დავარქვა ამ საქციელს არ ვიცი! მოზარდები მშობლებთან ერთად პოლიციაში დაიბარეს. მთელი დღის განმავლობაში ბევრი ცრუ შეტყობინება შემოდის, მაგრამ ეს უკვე არაფერში არ ჯდება! იმედს ვიტოვებ მსგავსი ხუმრობის ხასიათზე სხვები არ დადგებიან, "- აცხადებს გიორგობიანი.