საბერძნეთში ქართული დიასპორა თბილისში სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციებს მართავს

საბერძნეთში ქართული დიასპორა თბილისში სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციებს მართავს

საბერძნეთში ქართული დიასპორა თბილისში სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციებს მართავს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საბერძნეთში თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად, საქველმოქმედო აქციების ფარგლებში, ქართული დიასპორული ორგანიზაციები ტანსაცმელსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს აგროვებენ.

მათივე ინფორმაციით, ადგილობრივ დიასპორულ ორგანიზაციებსა და შესაბამის უწყებებს მიეწოდათ სპეციალური საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები ფულადი შემოწირულობის გადარიცხვის მიზნით. 

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ თბილისში სტიქიით გამოწვეული ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.