თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თანაგრძნობას უცხადებს.
"ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, გამოვთქვამ დიდ მწუხარებას თბილისში მოხდარი სტიქიის გამო, რომელმაც იმსხვერპლა ადამიანთა სიცოცხლე და გამოიწვია მატერიალური ზარალი. თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს და ვიზიარებ მათ მწუხარებას. ვუსურვებ დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას", - ნათქვამია ილჰამ ალიევის წერილში.
ილჰამ ალიევის წერილს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.