წყნეთში ზოოპარკიდან გაქცეულ ვეფხვს ვერ მიაგნეს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები წყნეთში 112-ზე შესული შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ. ადგილობრივების განცხადებით, რამდენიმე პირმა ვეფხვის ხმა გაიგო და 112-ში დარეკა.
თუმცა, სპეცრაზმმა ტერიტორია შეამოწმა და ვეფხვს ვერ მიაგნო.