"ფორტუნას" შენობასთან მტაცებელი ვერ იპოვეს

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა გუშინ რადიო "ფორტუნას" ტერიტორიაზე მტაცებელი ცხოველი ვერ იპოვეს. 

რადიო "ფორტუნას" ინფორმაციით, კომპანიის ეზოში, სავარაუდოდ, გარეული ცხოველის ნაფეხურები იპოვეს. დაცვის სამსახურმა ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა 112-ს, რის შემდეგაც ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სამაშველო სამსახური. ნაკვალევი, სავარაუდოდ, ახალია.

სპეციალისტებმა ძებნის სამუშაოები ჩაატარეს, თუმცა ცხოველს ვერ მიაკვლიეს.