მთავრობის მეთაურის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მან საქართველოს პრეზიდენტს მიმართა შუამდგომლობით, რომ გარდაცვლილი მაშველი თავდადების მედლით დაჯილდოვდეს.
პრემიერის თქმით, 20 ივნისს მოხდება მაშველის დაკრძალვა, სადაც მის ოჯახს ჯილდო გადაეცემა.
„მაშველის, რომელიც სამწუხაროდ გარდაიცვალა, დაკრძალვა იქნება შაბათს. მან გადაარჩინა შვიდი ადამიანი, ბოლოს სამწუხაროდ, თვითონ დაიღუპა. დღეს ჩვენ ჩემი შუამდგომლობით მივმართეთ საქართველოს პრეზიდენტს და გვსურს, რომ ეს პიროვნება, მართლაც გმირი მაშველი დაჯილდოვდეს თავდადების მედლით. ჩვენ გვინდა, რომ შაბათს დაკრძალვის დღეს ეს ჯილდო მის ოჯახს გადაეცეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
თაბილისის მერმა დავით ნარმანიამ კი საგანგებო შტაბის სხდომაზე პრემიერს თხოვნით მიმართა, ურთულესი სამაშველო სამუშაოების წარმატებით ჩატარების გამო, მაშველი კობა ტერტერაშვილი დაჯილდოვდეს.
"წყნეთის ქუჩაზე ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე წარმატებულად ჩაატარა სპეცოპერაცია შს სამინისტრომ, ეს იყო ძალიან რთული ოპერაცია, ვინაიდან კლდეზე იყო დაკიდებული გარაჟთან ერთად ავტომობილი და ჩვენი კონტრაქტორი, გამართულად ვერ მუშოაბდა. მე მინდა ხვალ წარდგინება გავუკეთო თქვენს წინაშე ძალიან მნიშვნელოვან მაშველს, რომელმაც დღეს დილას მთელი გვირაბები დაიარა და შემოწმებაში დაგვეხმარა, ესაა კობა ტერტერაშვილი, გამოეცხადოს მას მადლობა, ან რამე სახის ჯილდო მიეცეს. ჩვენ ჩვენი კუთხით მას აუცილებლად დაფუსებთ ამ შრომას“, - განაცხადა ნარმანიამ.