"მტაცებელი ცხოველების ძებნის საქმეში მონადირეთა ჩართულობა მისასალმებელია"

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს ფაქტი კიდევ ერთი მაგალითია მოქალაქეების გაერთიანებისა და ჩართულობის.

"დღეს დახმარების სურვილი გამოთქვეს მონადირეთა ორგანიზაციებმა, რაც ძალიან სასიამოვნოა. საქართველოს მონადირეთა ფედერაციის ხელმძღვანელი თემურ ტყემალაძე დაგვიკავშირდა, რომელმაც შემოგვთავაზა გვერდში დგომა, ეს ძალიან საინტერესო შემოთავაზებაა და მე ვფიქრობ, რომ უნდა ჩავრთოთ მონდაირეები მტაცებელი ცხოველების ძებნის საქმეში. მე როგორც ვიცი საკუთარი ძაღლებით ისინი მზად არიან, რომ დაგვეხმარონ. ესაა მოქალაქეების გაერთიანების და ჩართულობის კიდევ ერთი კარგი მაგალითი", - განაცხადა ღარიბაშვილმა