პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბანკების მხრიდან დღეს გაკეთებულ განცხადებას მისასალმებელს უწოდებს, სადაც საუბარია, რომ სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს საბანკო ვალები ჩამოეწერებათ.
მისი თქმით, "ვითიბი ბანკის" მიერ გადარიცხული თანხა, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს და ასევე სტიქიასთან საბრძოლველ სამუშაობეს მოხმარდება.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ბანკების ინიციატივა, მათი ინიციატივით მოხდება, როგორც მე მითხრეს, დაზარალებული ოჯახების სესხების ჩამოწერაც. ასევე მე მოვისმინე, რომ „ბანკი ვითიბი“ აპირებს გასული წლის მოგების 1% გადარიცხოს სპეციალურად შექმნილ ფონდში, რომელიც მოხმარდებათ დაზარალებულ ოჯახებს, ეს თანხა ასევე მოხმარდება სტიქიასთან ბრძოლის სამუშაოების დაფინანსებას. ეს რა თქმა უნდა მისასალმებელია და ჩვენ კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით კერძო სექტორის უპრეცედენტო აქტივობას, იქნება ეს საბანკო სექტორი თუ სხვა კომერციული სტრუქტურები რომლებიც ძალიან დიდ სოლიდარობას იჩენენ", - განაცხადა პრემიერმა.