მონადირეთა ფედერაციის პრეზიდენტი კრიზისების მართვის საბჭოში დაიბარეს

მონადირეთა ფედერაციის პრეზიდენტი კრიზისების მართვის საბჭოში დაიბარეს

მონადირეთა ფედერაციის პრეზიდენტი, თემურ ტყემალაძე, მტაცებელი ცხოველების სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით კრიზისების მართვის საბჭოში დაიბარეს.

როგორც "პირWელს" ტყემალაძემ განუცხადა, ის შეხვედრაზე უკვე მისულია და შეხვედრის დასრულების შედეგ ეცოდინება, რა გადაწყვეტილებას მიიღებს კრიზისების მართვის საბჭო.

არსებული ინფრომაციით კრიზისების მართვის საბჭო მონადირეთა ჯგუფის გარდა, ცხოველთა ძებნის ოპერაციაში სპეციალურად გაწვრთვნილ ძაღლებსაც ჩართავს.

შეგახსენებთ, რომ დღის პირველ ნახევარში, "პირWელმა" თემურ ტყემალაძეზე დაყრდნობით მოამზადა მასალა, სადაც მონადირეთა ფედერაციის პრეზიდენტი, იმ თავდაცვით მოქმედებებზე საუბრობდა, რაც მოსახლეობას დაკარგული ვეფხვის დანახვის შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა. ტყემალაძემ აქვე აღნიშნა, რომ სამძებრო სამუშაოებში კრიზისების მართვის საბჭომ მონადირე ძაღლები უნდა ჩართოს და ასევე მათი გამოცდილებაც უნდა გამოიყენოს, რადგან მონადირეებმა კარგად იციან, როგორ უნდა მოიქცნენ მტაცებელ ცხოველებთან მიმართებაში.