საბანკო სექტორის მხრიდან დაზარალებულებისა და ქალაქისთვის გაწეული დახმარება დიდი და მასშტაბური იქნება

საბანკო სექტორის მხრიდან დაზარალებულებისა და ქალაქისთვის გაწეული დახმარება დიდი და მასშტაბური იქნება

დახმარება, რომელიც საბანკო სექტორმა შეიძლება სტიქიის შედეგად დაზარალებულებს და ქალაქს გაუწიოს, დიდი და მასშტაბური იქნება, - ამის შესახებ მთავრობის კანცელარიაში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საბანკო ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ გვასალიამ განუცხადა.

"საბანკო სექტორი დაზარალებულთა სოლიდარობის საქმეში ერთიანია. 80-85 პროცენტი მსესხებლებისა, რომლებიც დაზარალდნენ, დადგენილია. ყველა შეღავათი, ყველა ფორმა, დაწყებული ჩამოწერით – საბანკო სექტორის მხრიდან გამოყენებული იქნება. გარდა ამისა, საბანკო სექტორი მზადყოფნას გამოთქვამს, დაეხმაროს როგორც სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს, ასევე ქალაქს და ქვეყანას", - განუცხადა ჟურნალისტებს გვასალიამ.

მისივე თქმით, წინასწარი გათვლებით დაზარალებულ მოქალაქეთა დაახლოებით 80 პროცენტის ვალი 282 ათასია, რაც გვასალიას შეფასებით, შესაძლოა 300 ათასამდე გაიზარდოს.