უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა. "გათავისუფლდეს ვასილი გრიგორევიჩ ციბენკო საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტიდან", - აღნიშნულია ბრძანება #343/201-ში.
თუ ვინ ჩაანაცვლებს ციბენკოს, ჯერ უცნობია. ვასილი ციბენკო საქართველოში უკრაინის ელჩის პოსტს 2009 წლიდან იკავებდა.