საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა თურქეთის ყოფილი პრეზიდენტის სულეიმან დემირელის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თურქეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ლევენთ გურმუქჩუს სამძიმრის წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატიდან აცნობეს.
"საქართველოში სულეიმან დემირელს ყოველთვის მოიგონებენ, როგორც ყველაზე სანდო მეგობარსა და მეზობელს, რომლის მხარდაჭერა, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, შეუფასებელია", - ნათქვამია წერილში.
დღესვე, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილმა, თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ "სამძიმრის წიგნში" ჩანაწერი გააკეთა.