ანტიტეტანური ვაქცინა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც უფასოა

ანტიტეტანური ვაქცინა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც უფასოა

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ანტიტეტანური ვაქცინა უფასოა უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მქონე პირებისთვის, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალებული ტერიტორიის გასუფთავებაში მონაწილეობს.

ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ მიაკითხონ რესპუბლიკურ საავადმყოფოს.

რაც შეეხება კერძო კომპანიებში დაზღვეულ მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია არ უნაზღაურებს ვაქცინაციის ღირებულებას, მათაც შეუძლიათ მიაკითხონ რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.