„აშშ შეეცდება საქართველოს გაუწიოს დახმარება აშშ-ის სატყეო სამსახურის ჩართვით“

„აშშ შეეცდება საქართველოს გაუწიოს დახმარება აშშ-ის სატყეო სამსახურის ჩართვით“

ამერიკის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა იმ დახმარებებზე ისაუბრა, რასაც აშშ საქართველოს გაუწევს.

საუბარია როგორც სტიქიასთან ბრძოლის კუთხით სპეციალისტების დახმარებაზე, ასევე ფინანსურ მხარდაჭერაზე.

„კვლავ გამოვხატავთ გულისტკივილს იმ ტრაგედიასთან დაკავშირებით, რაც თბილისში მოხდა. როგორც ვიცით, გრძელდება დაღუპული ადამიანების ძებნა. ასევე, გამოვხატავთ გულისტკივილს ზოოპარკის დირექტორისა და მისი თანამშრომლებოს მიმართ. აშშ შეეცდება საქართველოს გაუწიოს დახმარება აშშ-ის სატყეო სამსახურის ჩართვით. ამ კუთხით, დიდი გამოცდილება აქვთ და ქართველ სპეციალისტებს პრაქტიკულ უნარებსა და ცოდნას გაუზიარებენ. ეს არის მეწყერული და წყალდიდობების პროცესების მართვა. ჩვენი დახმარებით, საქართველოს ხელისუფლება იქნება ინფორმირებული, თუ როგორ მართოს მსგავსი პროცესები. რაც შეეხება ფინანსურ და სხვა სახის დახმარებას, ჩვენ ველოდევით საქართველოს მთავრობის მხრიდან კონკრეტულ წინადადებას თუ რაში საჭიროებს ქვეყანა კიდევ დახმარებას", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.