ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მეუღლემ სიმბოლური მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა მეუღლემ სიმბოლური მემორიალი ყვავილებით შეამკეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან ერთად ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზასთან გაკეთებული სიმბოლური მემორიალი ყვავილებით შეამკო და სტიქიის შედეგად გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია და გარდაცვლილის ოჯახებს უსამძიმრებს.

"მე მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს. ეს ძალიან დიდი ტრაგედია იყო ჩვენთვის ყველასთვის. მე როგორც ვიცი, გუშინ დაიწყო სამოქალაქო პანაშვიდები. მე მინისტრები გავაგზავნე ყველა ოჯახებში და ჩვენ ყველანი ვგლოვობთ ამ საშინელ ტრაგედიას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, თბილისის მერიას და საკრებულოს აქვთ ინიციატივა, რომ ამ ადგილზე გაიხსნას სიმბოლური მემორიალი იმისთვის, რომ ჩვენ დავაფასოთ და მოვიხსენოთ მათი სულები ყოველთვის.

"გავიხსენოთ, რომ აქ, ამ ადგილზე დაიღუპნენ ჩვენი მოქალაქეები, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და გამოვხატავ ძალიან დიდ გულისტკივილს, რომ ეს საშინელი ტრაგედია მოხდა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეები დაიღუპნენ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.