მონადირეთა ფედერაციის დირექტოპრი ხელისუფლებას მოუწოდებს, მდინარე ვერეს სათავესთან ტალღის შემაკავებელი ჯებირები გააკეთოს.
როგორც „პირWველთან“ საუბრისას თემურ ტყემალაძემ აღნიშნა, ვერეს ხეობაში მხოლოდ წყლის ნაკადი რომ ყოფილიყო, სტიქიური უბედურება არ მოხდებოდა, თუმცა მდინარემ ხეები წამოიღო.
„ბუნების ხელყოფა არ შეიძლება, ვერეს ხეობის ტერიტორია უკვე ძალიან შევიწროვებულია. მინდა ხელისუფლებას ხმამაღლა მოვუწოდო, რომ საჭიროა ტერიტორიის გაფართოება. როდესაც მოდის ნიაღვარი, ის თუ ვიწყო კალაპოტში ვარდება, ეს როგორც თოფის ლულაში გავარდნილი ტყვია, ისეთია. ხელისუფლებას ასეთ რჩევას მივცემ: სანამ ქალაქში შემოდის მდინარე, იქ უნდა გაკეთდეს ტალღის შემკავებელი, შველერების ან რკინა-ბეტონის, სავარცხლის მაგვარი, რომელიც პირველ დარტყმას აიტანს და ამ ხეებს გააჩერებს. ხეობაში მარტო წყალს რომ გამოევლო, არაფერი არ მოხდებოდა. მაგრამ აქ მოხდა ხეებისა და მორების ჩამოტანა. ტალღის შემაკავებელი კასკადების გაკეთების შემთხვევაში, მსგავს საშიშროებას თავიდან ავიცილებთ“, - აცხადებს თემურ ტყემალაძე.